ავტორიზაცია

თურქეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ახლა აშშ-ში ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს

თურქეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ახლა აშშ-ში ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს
თარიღი 25 იან 2022, 21:33

უფროსებს აუცილებლად ემახსოვრებათ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თურქეთის ნაკრები. თურქები ნახევარფინალში ბრაზილიასთან დამარცხდნენ და მხოლოდ ბრინჯაო აიღეს.

იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო თავდამსხმელი, ჰაკან შუკური. ის თამაშობდა მშობლიურ კლუბებში, ასევე "ბლექბერნში" და "ინტერში". თურქეთში ჰაკანი ნამდვილი გმირი იყო და კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა.

თავიდან ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ის შეუერთდა მმართველ პარტიას და ორი წლის განმავლობაში კარგ ურთიერთობაში იყო პრეზიდენტ ერდოღანთან.

შუქურმა დატოვა სამართლიანობის პარტია და დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი. როდესაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო, შუკურს თანამონაწილეობაში ადანაშაულებდნენ.

ჰაკანს სასწრაფოდ მოუწია გაქცევა ქვეყნიდან, სადაც მას რეალური დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. "მე არაფერი დამრჩენია, ერდოღანმა ყველაფერი წამართვა: ჩემი თავისუფლება, მუშაობის უფლება და სიტყვის თავისუფლება".

შუკური ირწმუნება, რომ ის არ არის თურქი ხალხის მტერი და უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ მას სძულს ეს მთავრობა, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ პოულობენ მტკიცებულებებს მისი მონაწილეობის წარუმატებელ გადატრიალებაში.

აშშ-ში შუკური ჯერ კაფეში მუშაობდა, მაგრამ იქ უცნაურმა ადამიანებმა დაიწყეს მოსვლა და ჰაკანმა პროფესია შეიცვალა. ის უკვე ორი წელია UBER-ის მძღოლია და თავისუფალ დროს ყიდის წიგნებს. წარმოიდგინე, ტაქსში ჩაჯდები და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს მიყავხარ.

ვენგერი: "მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვა ახალ თაობას სჭირდება"