მისია: პრემიერ ლიგის დომინირების შეწყვეტა - რეალს საამისოდ ორი ტრანსფერი სჭირდება
მომავალ ზაფხულს, ორ ვარსკვლავს, ერლინგ ჰოლანდს და კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შეუძლიათ გაერთიანება. ამის ალბათობა მაღალია, თანაც ძალიან ძალიან.
ფრანგს "პსჟ"-სთან კონტრაქტი უსრულდება, მთავარი პრეტენდენტები კი მადრიდელები არიან. თავად ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კი თქვა, რომ ესპანეთში უნდა თამაში.
"ბარსელონას" უჭირს ფინანსებში, რჩება მხოლოდ "ბლანკოსი". ერლინგი ცენტრალური ფორვარდია და კილიანს შეუძლია გარემარბის პოზიციაზე თამაში. "პსჟ"-ში ფრანგი არა მხოლოდ ბევრს იტანს, არამედ ბევრ პასსაც აკეთებს.
მადრიდის "რეალში", ზოგადად, მსოფლიოში საუკეთესო შეტევა შეიძლება განვითარდეს - ვინისიუსი მარცხნივ, ჰოლანდი ცენტრში, მბაპე მარჯვნივ! უკვე ასაკოვანი ბენზემა კი თადარიგში.
კარიმი კიდევ რამდენიმე სეზონს ითამაშებს უმაღლეს დონეზე და საკუთარ გამოცდილებას პარტნიორებს გაუზიარებს. შემდეგ კი დიდი შემტევი სამეულის მაგალითზე, გამოჩნდება ახალი, რომელსაც შეუძლია ყველას დაჩრდილვა.
ამ ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება პრემიერ ლიგის გუნდებთან კონკურენცია. ინგლისური კლუბები ყიდულობენ საუკეთესო ფეხბურთელებს, მოყავთ საუკეთესო მწვრთნელები, დომინირებენ ევროპაში.
ამის გარდა, კოვიდმა ყველა დააბრკოლა პრემიერ ლიგის გარდა. რეალურად, ახლა მხოლოდ "ბაიერნს" და "პსჟ"-ს შეუძლიათ რეალურად კონკურენცია გაუწიონ ინგლისის გუნდებს.
მბაპესა და ჰოლანდის მოსვლით, მადრიდის "რეალი" სრულად დაბრუნდება სათავეში და მოიზიდავს მთელი მსოფლიოს ინტერესს ლა ლიგის მიმართ! მოკლედ, დონ ფლორენტინო, მოქმედების დროა.