3 ფაქტორი, რომელიც ვინისიუსს რეალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს
ვინისიუსმა ამ სეზონში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა, თუმცა, ბრაზილიელს შეუძლია კიდევ უკეთესი გახდეს და ოქროს ბურთი მოიგოს. სწორედ ამაში უნდა დაეხმარონ მას მადრიდელები.
მეტი დასვენება
ვინისიუსმა არ უნდა გადაღალოს თავი, თუ მას სურს გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მომდევნო რამდენიმე წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ ვინი ძლიერი და ფეთქებადია, ის ასევე არ არის დაცული ტრავმისგან.
მიმდინარე სეზონში მან მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, მათგან 28 სასტარტოში. კარლო ანჩელოტიმ უნდა მოძებნოს გზა, რათა დაასვენოს ვინისიუსს.
იმისთვის, რომ დაიცვას იგი დაღლილობისა და ტრავმისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფორმისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა, რაც "რეალს" ნამდვილად არ უნდა აწყობდეს.
მბაპეს ტრანსფერი
მბაპეს გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის ვინის პროდუქტიულობას. არაერთი შემთხვევაა, როცა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ოქროს ბურთი მოიგეს, ისეთივე გამორჩეული ფეხბურთელების გვერდით თამაშით, როგორებც თავად არიან. ვინი მბაპეს გვერდით თამაშისას ავა შემდეგ საფეხურზე. ახლა ფლორენტინო პერესის გადასაწყვეტია ყველაფერი.
ხელფასის მომატება
ვინისიუსი ახლა მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, სეზონში სულ რაღაც 3,2 მილიონ ევროს იღებს. აზართან (24 მილიონი ევრო) და ბეილთან (35 მილიონი ევრო) შედარებით, ეს კაპიკებია.
თუ მადრიდის "რეალი" ვინის დაფასება და მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება უნდა, მას ახალი კონტრაქტი უნდა შესთავაზონ ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
ფეხბურთელი, რომელმაც 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, აბსოლუტურად იმსახურებს ამას. მედია წერდა, რომ მადრიდის "რეალი" ვინის შეთავაზებისთვის ემზადება, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.