ავტორიზაცია

სიტი და რეალი 15 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

სიტი და რეალი 15 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
თარიღი 26 Jan 2022, 02:37

ბრაზილიური „პალმეირასის“ 15 წლის თავდამსხმელმა, ენდრიკმა, რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.

ESPN Brasil-ის ინფორმაციით, ფეხბურთელით „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და ფრანგული „რენი“ ინტერესდებიან.

ამ სამი კლუბის სკაუტები შემტევს ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირზე აკვირდებოდნენ, რომელზეც ენდრიკი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

თუმცა, ამ დრომდე „პალმეირასს“ ფეხბურთელის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია, რადგან ის არასრულწლოვანია და გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი არ აკავშირებს.

ფიფას წესების მიხედვით, ენდრიკს არ შეეძლება არცერთ ზემოთხსენებულ გუნდთან ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება იქამდე, სანამ 18 წელი არ შეუსრულდება.

ამჟამად 15 წლის ენდრიკი, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, „პალმერიასის“ 20-წლამდელთა გუნდში თამაშობს და სულ მალე, შეიძლება შედგეს მისი დებიუტი პირველ გუნდშიც.