კროოსი მსაჯთან შეკამათებაზე: "უნდა გვახსოვდეს ის, თუ ვინ გვიყურებს"
ტონი კროოსმა თავის სოციალურ ქსელში დატოვა მესიჯი საკუთარი თავის კრიტიკით, პროტესტის მცდელობის გამო, როდესაც მსაჯმა, ხორხე ფიგეროა ვასკესმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კოპა დელ რეის მატჩს "ელჩესთან", გერმანელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ფაქტობრივად, გერმანელი ფეხბურთელი მართალი იყო: ის ტეტე მორენტეს არ შეხებია, მაგრამ კროოსი გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სწორი ფასეულობების გადმოცემა.
შეგახსენებთ, რომ კროოსმა დამწყები ფეხბურთელების დასახმარებლად აპლიკაცია - საფეხბურთო აკადემია გაუშვა. "ემოციურ სიტუაციებში ზოგჯერ რთულია სიმშვიდის შენარჩუნება.
თქვენ ალბათ ნახეთ მომენტი კვირის ბოლოს, როცა ყვითელი ბარათი მივიღე, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ვფიქრობ, კარგია მსაჯებთან ან სხვა მოთამაშეებთან განხილვა, როდესაც არ ეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილებისთვის სწორი მაგალითის მიცემა. ზოგჯერ რთულია მოედანზე ემოციებთან გამკლავება, მაგრამ მე და ყველას უნდა გვახსოვდეს, ვინ გვიყურებს.
ვცდილობ, ტონი კროოსის აკადემიის მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ფასეულობები დავნერგო", - განაცხადა გერმანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა საკუთარი თავის შესახებ.
სიტი და რეალი 15 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ