ავტორიზაცია

ნევილი: "რანგნიკის მანჩესტერიდან გაშვების საჭიროება ამ დროისთვის არ არის"

ნევილი: "რანგნიკის მანჩესტერიდან გაშვების საჭიროება ამ დროისთვის არ არის"
თარიღი 26 Jan 2022, 11:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტნის, გარი ნევილის თქმით, რალფ რანგნიკი იწყებს კლუბში სიტუაციის კონტროლს. შეცვლაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმა გაიტანა გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

ის დაეხმარა "წითელ ეშმაკებს" ზედიზედ მეორე გამარჯვებაში. "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო საშობაო და საახალწლო პერიოდში.

ბოლო სამ მატჩში ცხრა შესაძლოდან შვიდი ქულა დააგროვა და ნევილი თვლის, რომ "ასტონ ვილასთან" შეხვედრის შემდეგ, რანგნიკის პოზიცია კლუბში საკმაოდ გაძლიერდა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რენგნიკს წარმატებული კვირა, ნევილმა უპასუხა: "ძალიან კარგი კვირაა. რთული თამაშები, მაგრამ ეს ის თამაშებია, რომლებშიც მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა მოიგოს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობენ ისინი, დარწმუნებული აღარ ვარ და ვფიქრობ, რომ მათ ძალიან გაუმართლათ პირველ ტაიმში ბრენტფორდთან, მაგრამ მეორე ტაიმში მათ კარგად ითამაშეს.

გამარჯვება ვესტ ჰემთან კი იღბლიანი არ იყო. ვფიქრობ, რალფ რანგნიკმა ეს კვირა იმაზე ძლიერად დაასრულა, ვიდრე დაიწყო, ყველაფრის გამო, რაც მოხდა. ვულოცავ მას.

ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა და მხარი დაუჭირა. ვფიქრობ, რომ ის უფრო აკონტროლებს სიტუაციას, ვიდრე ერთი-ორი კვირის წინ იყო", - განაცხადა ნევილმა.