ავტორიზაცია

ლინგარდის მანჩესტერიდან ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა?

ლინგარდის მანჩესტერიდან ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა?
თარიღი 26 იან 2022, 12:11

ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ზამთარს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ნიუკასლს" შეუერთდება. Sky Sports-ის ცნობით, "კაჭაკების" ხელმძღვანელობა თითქმის შეეგუა იმას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში 29 წლის ნახევარმცველს არ გაუშვებს.

კლუბები ვერ შეთანხმდნენ ფეხბურთელის იჯარის ანაზღაურების ოდენობაზე, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლინგარდი "იუნაიტედზე" გაბრაზებულია, იმის გამო რომ მას "ნიუკასლში" არ უშვებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს რალფ რანგნიკს არ სურს ინგლისელის გაშვება, რადგან ეშინია გუნდში COVID-ის გავრცელების. ლინგარდს "ნიცაშიც" ჰქონდა ვარიანტი, მაგრამ ის არც ფრანგულ კლუბში გადავა.

ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ლინგარდის სახელს ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედსაც" უკავშირებდნენ.