ავტორიზაცია

როდრიგომ განმარტა, თუ რატომ უწოდებს მოდრიჩს "მამიკოს"

როდრიგომ განმარტა, თუ რატომ უწოდებს მოდრიჩს "მამიკოს"
თარიღი 26 იან 2022, 12:30

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა გარემარბმა, როდრიგო გოესმა განმარტა, თუ რატომ უწოდებს თავისი გუნდის ვეტერან შემტევ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს "მამიკოს".

"ჩვენ ვესაუბრეთ ლუკა მოდრიჩს და მან გაიგო, რომ მამაჩემი მასზე ერთი წლით უფროსია. ერთ დღეს მან მითხრა: "პატივს უნდა მცემდე, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ვარ, ფაქტიურად მამაშენის ასაკის ვარ".

მას შემდეგ მან დამიძახა "შვილო", მე კი მას "მამიკო" ვუწოდე. მასთან თამაში სიამოვნებაა. ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია და საუკეთესო, ვინც კი ოდესმე მინახავს.

მშვენიერია ასეთი ურთიერთობის არსებობა", - თქვა როდრიგომ TNT Brazil-თან ინტერვიუში. როგორც ვხედავთ, ხორვატ გამთამაშებელსა და მის ბრაზილიელ თანაგუნდელს შორის ნამდვილი მეგობრობა სუფევს.

ცნობისთვის, მოდრიჩი 36 წლისაა, როდრიგო კი 21-ის. ეს ნიშნავს, რომ როდრიგოს მამა, ერიკი, 16 წლის იყო, როცა მადრიდელთა ახალგაზრდა გარემარბი დაიბადა.