ავტორიზაცია

სულე ახალ კლუბს უკვე შეუთანხმდა - ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილია

სულე ახალ კლუბს უკვე შეუთანხმდა - ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილია
თარიღი 26 იან 2022, 13:38

მცველი ნიკლას სულე სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს. 26 წლის ფეხბურთელმა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას 23 იანვარს, "ჰერტასთან" (4:1) მატჩის წინ კონტრაქტის არგაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

გერმანელი პრაქტიკულად შეუთანხმდა თავის ახალ გუნდს, რომელშიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში გადავა. სულეს ახალი კლუბის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცველს "ბარსელონა", "ჩელსი" და "ნიუკასლი" ეპატიჟებიან. მან უარი თქვა "ბაიერნის" შემოთავაზებაზე, გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობით.

ნიკლასი "ბაიერნში" მეხუთე სეზონს ატარებს. გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ სულეს მომავალი კლუბი უდიდესი ალბათობით იქნება უფრო "ბარსელონა", ვიდრე "ჩელსი".