ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძის გარეშე გენტს შეტევაში კრეატივი და ფანტაზია აკლია", - ბელგიური პრესა

"ჩაკვეტაძის გარეშე გენტს შეტევაში კრეატივი და ფანტაზია აკლია", - ბელგიური პრესა
თარიღი 26 იან 2022, 14:24

ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "გენტი" საკუთარ კედლებში "ოსტენდეს" ეთამაშა ფრე, 1:1. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გუნდის განაცხადს მიღმა კვლავ აღმოჩნდა.

Nieuwsblad-მა აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველის არყოფნით, "ლურჯებს" კრეატივი დააკლდათ - "გენტის ფეხბურთელებში მონდომება ნამდვილად არ შეინიშნება.

გუნდს შეტევაში აკლია ფანტაზია და კრეატივი, რაც შესაძლოა ჩაკვეტაძის არყოფნითაც იყოს განპირობებული. ფაქტია, ბელგიური გუნდის ფეხბურთელები არეულად თამაშობენ", - წერს Nieuwsblad-ი.

შეგახსენებთ, რომ "ბუფალოების" გამთამაშებელი მოედანზე გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ჰეინ ვანჰაზებრუკის გუნდის ათიანს სურს იჯარით სხვა გუნდში გადასვლა, მაგრამ მას ამ მხრივაც პრობლემები აქვს.

საქმე ისაა, რომ "გენტი" 22-წლის ფლეიმეიქერის გაშვების წინააღმდეგი და ამის გარდა, მას რეალურად მსურველიც არ ჰყავს. ჩაკვეტაძის მიმართ "ფენერბაჰჩეს" ინტერესი უბრალოდ ჭორი აღმოჩნდა.

რას წერს ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის გენტიდან შესაძლო წასვლაზე?