ავტორიზაცია

ევროპული ფეხბურთის ახალი ბრუნო და 5 კლუბი, რომელიც მის მიმართ დაინტერესებას იჩენს

ევროპული ფეხბურთის ახალი ბრუნო და 5 კლუბი, რომელიც მის მიმართ დაინტერესებას იჩენს
თარიღი 26 იან 2022, 14:45

Sky Sports იტყობინება, რომ "პსჟ" ყურადღებით აკვირდება "ლიონის" ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის განვითარებას. წყაროს ცნობით, ფეხბურთელით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

"არსენალი" ადრეც იყო დაინტერესებული ბრუნოთი, როდესაც ის "ატელტიკო პარანაენსეში" იყო და ცხადია, არ იქნება წინააღმდეგი მისი მოსვლის წინააღმდეგი მომავალ ზაფხულსაც.

არსებული ინფორმაციით, სიტუაციას აკვირდებიან "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც". ჟან-მიშელ ოლა ფეხბურთელს ასე მარტივად არ გაუშვებს, მას მინიმუმ 30 მილიონი ევრო უნდა.

მიმდინარე სეზონში ბრუნო გიმარაეშმა 25 მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელის სახელი საკმაოდ აქტიურად "ბარსელონასაც" დაუკავშირეს.

"მესის ჩრდილიდან გამოსვლა არაფერ შუაშია", - ნეიმარის მამა შვილის ბარსელონადან წასვლის შესახებ