ავტორიზაცია

ბარსელონამ ალბას შემცვლელი ბენფიკაში შეარჩია

ბარსელონამ ალბას შემცვლელი ბენფიკაში შეარჩია
თარიღი 26 იან 2022, 22:56

"ბარსელონას" ხორდი ალბასთვის კონკურენტი სჭირდება, კლუბი განიხილავს ალექს გრიმალდოს ვარიანტს, იტყობინება Marca. კატალონიელებს იანვარში სურთ 26 წლის "ბენფიკას" მცველის გაფორმება.

გრიმალდო მზადაა დასაბრუნებლად. ის არის ლა მასიას აღზრდილი, რომელმაც კლუბი სათამაშო დროის საძიებლად 2016 წელს დატოვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსა" ცდილობდა გრიმალდოს დაბრუნებას.

მანამდე "ბენფიკას" მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო სურდა, თუმცა მათ ახლა მნიშვნელოვნად შეამცირეს მოთხოვნა, რადგან ალექსის კონტრაქტი 2023 წელს იწურება.

გრიმალდო ლისაბონის "ბენფიკაში" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.