ავტორიზაცია

"ოქრიაშვილი აპოელის სატრანსფერო ბომბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა", - კვიპროსული პრესა

"ოქრიაშვილი აპოელის სატრანსფერო ბომბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა", - კვიპროსული პრესა
თარიღი 27 იან 2022, 11:59

Philenews-მა ნიქოზიას "აპოელის" თავდამსხმელს, თორნიკე ოქრიაშვილს სტატია მიუძღვნა. კვიპროსული გამოცემა ქართველი ფორვარდის ტრანსფერის ერთგვარ შეჯამებას აკეთებს.

"ოქრიაშვილი აპოელის ერთ-ერთი სატრანსფერო ბომბი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან სამწუხაროდ მოლოდინი ვერ გაამართლა. იმის თქმა შეგვიძლია, რომ თორნიკეს თავის გამოჩენის შესაძლებლობები არ ჰქონდა?

14 შეხვედრა, 864 წუთი. მან გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა, თამაში კი უღიმღამო აქვს. ანორთოსისში, რომელსაც კრიზისული პერიოდი ჰქონდა, ქართველი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის თავის ამჟამინდელ გუნდშია.

ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ნიქოზიელთა თავდამსხმელზე ჩინეთიდან წინადადება არ მოვა. ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

29-წლის ფორვარდს სჭირდება სეზონის ბოლო, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თამაშში ცვლილებების შეტანა", - წერს Philenews-ი კვიპროსული გუნდის მე-17 ნომრის შესახებ.