ავტორიზაცია

ლინგარდის მანჩესტერიდან ნიუკასლში ტრანსფერი ერთ დეტალზეა დამოკიდებული

ლინგარდის მანჩესტერიდან ნიუკასლში ტრანსფერი ერთ დეტალზეა დამოკიდებული
თარიღი 27 იან 2022, 14:27

"ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველ, ჯესი ლინგარდის იჯარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. The Telegraph-ის ცნობით, "ნიუკასლმა" შესთავაზა ფეხბურთელის იჯარით აყვანა 2,5 მილიონ ფუნტად.

"იუნაიტედმა" მოითხოვა ეგრეთ წოდებული "გადარჩენის ბონუსი" შეთანხმებაში: მანკუნიანურ კლუბს სურდა 12 მილიონი ფუნტის მიღება, თუ "ნიუკასლი" არ დაქვეითდება ჩემპიონშიფში.

იმის გათვალისწინებით, რომ "ნიუკასლი" მზად იყო სრულად აეღო ლინგარდის ხელფასი, კვირაში 75 ათასი გირვანქა სტერლინგის სახით, კლუბს შეეძლო 16,5 მილიონ ფუნტამდე დაეხარჯა ინგლისელის იჯარაზე.

ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიჯარო ხელშეკრულება ისტორიაში. "იუნაიტედის" წყაროები ამბობენ, რომ კლუბი თვლის, რომ ბონუსი გამართლებულია "ნიუკასლის" ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე.

ამბობენ, რომ ლინგარდის გადასვლა "შავ-თეთრების" გადასაწყვეტია. თუ "ნიუკასლი" არ დაქვეითდება, მათ შეუძლიათ მიიღონ დაახლოებით 120 მილიონი ფუნტი.

ახლა სიტუაცია ისე გამოიყურება, თითქოს გარიგება ჩაიშალა. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად "ნიუკასლი" განაახლებს მოლაპარაკებებს.

ლინგარდი გრძნობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მას უპატივცემულოდ ექცევა. ფეხბურთელს ეშინია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს სათადარიგო სკამზე გაატარებს.

ჯესი ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" სჯის მას ახალი კონტრაქტის უარყოფისთვის. სავარაუდოდ, ის კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.