ავტორიზაცია

კროოსი: "იმ ფინალის შემდეგ, ისე დავლიე, რომ ცოტაც და სასწრაფოს გამოძახება იქნებოდა საჭირო"

კროოსი: "იმ ფინალის შემდეგ, ისე დავლიე, რომ ცოტაც და სასწრაფოს გამოძახება იქნებოდა საჭირო"
თარიღი 27 Jan 2022, 16:10

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ. "2012 წელს, ჩელსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ჩვენ გიჟურად დავლიეთ.

ახლოს ვიყავით იმ წერტილთან, როდესაც სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. ტკივილის შემსუბუქების სხვა გზა არ იყო. ტეკილა დავლიე, რადგან ეს იყო ერთადერთი სასმელი, რომელიც მომეწონა.

მეორე დღეს თავს ცუდად ვგრძნობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ალკოჰოლის დალევას კარგი არაფერი მოაქვს. მას შემდეგ ტეკილას საერთოდ ვერც ვუყურებ და ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ.

ეს არც ისე რთული იყო და არც მენატრება ალკოჰოლი, - თქვა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტზე, რომელსაც ის თავის ძმასთან,  ფელიქსთან ერთად უძღვება.