ბარსელონა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 ფეხბურთელის დამატებას ეცდება
ცნობილი გახდა პირველ რიგში რომელი პოზიციების გაძლიერება სურს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის. Marca-ს ცნობით, სპეციალისტს ზამთარში გუნდში ფორვარდისა და ვინგერის მოყვანა სურს.
42 წლის ფეხბურთელი კმაყოფილი იქნება, თუ "ბარსა" ამ პოზიციებიდან თუნდაც ერთ-ერთ გააძლიერებს. მან კლუბის ხელმძღვანელებს თავისი სურვილების შესახებ აცნობა.
ხავი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაძლიერებას მიიღებს. გარდა ამისა, ხავის სურდა გუნდში ახალი მცველის ხილვა, მაგრამ მისთვის ამ პოზიციის გაძლიერება ნაკლებად მნიშვნელოვანია.
"ბარსას" დირექტორი, მატეუ ალემანი და სხვა მენეჯერები ძალიან მონდომებულები არიან ხავის დახმარების საკითხში. ისინი აპირებენ როგორც ფორვარდის, ასევე ვინგერის გაფორმებას, მაგრამ ახლა იკვლევენ ბაზრის მდგომარეობას.
"ბარსელონას" ფინანსური სირთულეებიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" სურს შეიძინოს თავდამსხმელი, ალვარო მორატა "იუვენტუსიდან", გარემარბი, ადამა ტრაორე "ვულვზიდან" და მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო "აიაქსიდან".