ავტორიზაცია

"დიდი პატივი იყო, შენი მწვრთნელი ვყოფილიყავი!" - ვილი სანიოლი კანკავას დაემშვიდბა

"დიდი პატივი იყო, შენი მწვრთნელი ვყოფილიყავი!" - ვილი სანიოლი კანკავას დაემშვიდბა
თარიღი 27 იან 2022, 18:10

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში 35 წლის ნახევარმცველმა დაწერა და მის გადაწყვეტილებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გამოეხმაურა.

"მადლობა კაპიტანო, რაც საქართველოსთვის გააკეთე. მადლობა, რომ იყავი მაგალითი ყველა თანაგუნდელისთვის და მომავალი თაობისთვის. დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი შენი მწვრთნელი. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ!," - დაწერა ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში.

ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2004 წელს შედგა.