"ბარსელონა გამოძიების შედეგებს 1 თებერვალს გამოაქვეყნებს", - რა ბედი ეწევა ბართომეუს?

კატალონიის "ბარსელონამ" კლუბის დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"სამშაბათს, 1 თებერვალს, გამოქვეყნდება წინა პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მენეჯმენტში შესაძლო დარღვევების გამოსავლენად ჩატარებული დეტალური გამოძიებისა და ფინანსური აუდიტის შედეგები".
"გამოძიების დროს გამოვლენილი ფაქტები უკვე შედის ბარსელონას პროკურატურაში გაგზავნილ ანგარიშში", - წერია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" განცხადებაში.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" წინა პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გახლდათ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის იანვრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.
ბართომეუს წასვლის შემდეგ, გასული წლის მარტში გამართულ არჩევნებში კატალონიური გრანდის პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს.