ავტორიზაცია

ლაპორტას გადაწყვეტილება — ბარსელონა სახელფასო ლიმიტს აწესებს

ლაპორტას გადაწყვეტილება — ბარსელონა სახელფასო ლიმიტს აწესებს
თარიღი 27 იან 2022, 22:14

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კლუბში სახელფასო ლიმიტს შემოიღებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა იმ ფეხბურთელებს შეეხება, რომლებიც კლუბს 30 ივნისის შემდეგ შეუერთდებიან.

სახელფასო ლიმიტის მიხედვით, წლიურად მაქსიმუმ 10 მილიონი ევროს გამომუშავება იქნება შესაძლებელი. ის, ვინც "ბარსელონაში" გადასვლას მოინდომებს, ამ პირობაზე დათანხმება მოუწევს.

აღნიშნული ლიმიტი საბაზისო განაკვეთს ეხება. "ბლაუგრანა" ვარსკვლავების მიზიდვას ბონუსების დახმარებით მოახერხებს, შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება.

მოგეხსენებათ, მომავალი ზაფხულისთვის "ბარსელონას" ბოსების მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდი იქნება.