ავტორიზაცია

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი
თარიღი 28 იან 2022, 12:11

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ჰამბურგში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია GOAL.GE-მ ექსკლუზიურად შემოგთავაზათ, რამდენიმე საათში კი ტრანსფერი გერმანულმა გუნდმაც დაადასტურა.

"ბედნიერი ვარ ჰამბურგში გადასვლით. გუნდში თავი კარგად მაგრძნობინეს. იმედი მაქვს, ადაპტაციას მალე გავივლი, თანაგუნდელებს გავიცნობ და მალე გავალ მოედანზე გუნდის დასახმარებლად," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ ჰამბურგის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგი" ამ დროისთვის ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და უმაღლეს დივიზიონში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს.