ავტორიზაცია

დემბელეს დარჩენის შემთხვევაში, ბარსელონა მაინც შეძლებს ტრაორეს ტრანსფერის დახურვას?

დემბელეს დარჩენის შემთხვევაში, ბარსელონა მაინც შეძლებს ტრაორეს ტრანსფერის დახურვას?
თარიღი 28 იან 2022, 12:13

"ბარსელონას" შეუძლია ზამთარში "ვულვზის" ნახევარმცველი, ადამა ტრაორე შეიძინოს, თუნდაც ოსმან დემბელე არ გაყიდვით. 26 წლის ესპანელის სატრანსფერო სქემა ჟორჟე მენდეშმა შეიმუშავა.

პორტუგალიური პროექტი გულისხმობს ფრანსიშკუ ტრინკაუს "ვულვზში" გაყიდვას, სადაც ის ამჟამად "ბარსადან" იჯარით თამაშობს. ტრაორე "ბარსელონაში" აგრეთვე იჯარით სეზონის ბოლომდე იქნება.

ინგლისური კლუბი ფეხბურთელს ხელფასის თითქმის სრულად გადახდას გააგრძელებს, კატალონიელები მხოლოდ მინიმალურ ნაწილს აიღებენ. თანხა, რომელსაც "ბარსა" ტრაორეს ხელფასად არ გადაუხდის, ტრინკაუს სატრანსფერო საფასურიდან შემცირდება.

მას "ვულვზი" ზაფხულში გამოისყიდის. ახლა მხარეები გარიგების სწორედ ასეთ ვარიანტს განიხილავენ. შესაძლოა, რომ "მგლები" მიიღებენ მცირე ბონუსს მადლიერების ნიშნად ტრაორეს გადასვლაში დახმარებისთვის.

ბარსელონა ალვარო მორატას ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს - ვინ უშლის ხელს ტრანსფერს?