ავტორიზაცია

შვაინშტაიგერი: "როგორ შევაფასებდი მანჩესტერში რანგნიკის პერსპექტივებს?"

შვაინშტაიგერი: "როგორ შევაფასებდი მანჩესტერში რანგნიკის პერსპექტივებს?"
თარიღი 29 იან 2022, 10:51

მიუნხენის "ბაიერნის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა თავისი მოსაზრება "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის პერსპექტივებზე გააზიარა.

"მე რალფ რანგნიკს საკმაოდ კარგად ვიცნობ, როგორც შტუტგარტისა და შალკეს წარმატებულ მენეჯერს, მაგრამ განსაკუთრებით მისი ლაიფციგში მუშაობის პერიოდიდან.

მან შესანიშნავი საქმეები გააკეთა. ძალიან კარგია, მაგალითად, როგორ მუშაობს, როგორ ხედავს თამაშს, როგორ ხედავს კლუბს. მას ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს მანჩესტერ იუნაიტედს ახალი ეპოქის დაწყებაში.

არა მხოლოდ მხოლოდ მოედანზე, არამედ მთელი კლუბის ისტორიაში. ეს არის ის, რაც საჭიროა ამ მომენტში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის სწორი არჩევანია", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.