"რა კარგი იყო მიქაუტაძე!", - ქართველმა ფორვარდმა რუსული საფეხბურთო გვერდის ყურადღება მიიქცია
იუპილერ ლიგისთვის მიძღვნილმა რუსულენოვანმა გვერდმა, Про-Лига-მ გამოარჩია "სერენის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე. რუსული ფეიჯი ქართველის შესახებ წერს შემდეგს:
"რა კარგი იყო მიქაუტაძე! პირველ ტაიმში მან ცივსისხლიანად შეასრულა პენალტი, მეორეში კი ყველაფერი გააკეთა მეორე გოლის გასატანად - ლამაზი სოლო რეიდის შემდეგ, ძელს დაარტყა.
ამის შემდეგ, მაზიზმა სერენის უპირატესობა გააორმაგა. 70-ე წუთზე კი გიორგიმ დუბლიც გაიფორმა, მაგრამ გოლი მოგვიანებით ოფსაიდის გამო სამწუხაროდ არ ჩაითვალა.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისმა ინდივიდუალურმა თვისებებმა მოუპოვა ლიეჟელებს როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიური უპირატესობა. მანამდე ქართველს ზედიზედ 7 მატჩში არ გაუტანია - გუნდმა ყველა წააგო.
"თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია გოლის გატანა. უკვე დავიწყე ამ გრძნობის დავიწყება და ახლა ისევ ვიპოვე, - აღიარებს ის. "მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ, ჩვენ მძიმედ ვმუშაობდით.
ამაღამ ჩვენმა შრომამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო", - ასე სრულდება სტატია ბელგიელთა ფორვარდის შესახებ, რომელიც ტურის დასრულების შემდეგ, სიმბოლურ 11-ეულშიც მოხვდა.