ავტორიზაცია

"აქ მწვრთნელებმა ვერაფერი მოვუხერხეთ" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"აქ მწვრთნელებმა ვერაფერი მოვუხერხეთ" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
თარიღი 30 იან 2022, 02:58

გენტის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ანტვერპთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰამბურგში იჯარით წასულ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"იმედი მაქვს, ჩაკვეტაძეს ეს იჯარა გამოადგება. ამას მართლა მოუთმენლად ელოდა და მსურს, მისი სრული შესაძლებლობები გამოავლინოს. ყველასთვის ასე სჯობდა, მიგვეღო გადაწყვეტილება, თავადაც ახალი გამოწვევა სურდა.

იმედი მაქვს, გიორგი ფეხბურთისგან სიამოვნებას კვლავ მიიღებს. ვფიქრობ, მისი წასვლა აუცილებელი იყო ყველა იმ პრობლემის შემდეგ, რომელიც ჰქონდა. მის ათამაშებას ვცდილობდით, თუმცა მწვრთნელებმა ვერაფერი მოვუხერხეთ, თავად მიიჩნევდა, რომ ადგილის შეცვლა სჭირდებოდა, სადაც ყველაფერს ახლიდან დაიწყებდა. იქნებ, გერმანიაში სცადონ," - განაცხადა ჰეინ ვანჰაზებრუკმა.

გიორგი ჩაკვეტაძე მშრალი 6-თვიანი იჯარით გერმანიის ისტორიულ გუნდ ჰამბურგში ითამაშებს.