იკარდი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც პსჟ ბარსელონას დემბელეს სანაცვლოდ სთავაზობს
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ცნობით, მაურო იკარდის გარდა, "პარი სენ-ჟერმენმა" "ბარსელონას" ასევე შესთავაზა ხუან ბერნატი ოსმან დემბელეს სანაცვლოდ.
იკარდი პარიზში ბედნიერია და კლუბის შეცვლა ჯერ არ სურს. რაც შეეხება ბერნატს, "ბარსელონას" მოსწონს ეს ფეხბურთელი, თუმცა, მარცხენა მცველი ამჟამად არ იცის "ბლაუგრანას" ინტერესის შესახებ.
Diario Sport ირწმუნება, რომ "ბარსას" პირველი განზრახვა დემბელეს სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება იყო. ამ სეზონში ბერნატმა მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა "პსჟ"-ში.
ევროპულ პრესაში ვრცელდება ისეთი ინფორმაციაც, თითქოს "ბარსელონას" საერთოდ არ სურს "პარი სენ-ჟერმენისგან" რომელიმე ფეხბურთელი, ინტერესი მხოლოდ ფულია.