ოფიციალურად: ერიქსენი დიდ ფეხბურთში და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
"ბრენტფორდმა" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
დანიელმა უკვე ითამაშა პრემიერ ლიგაში - 2013 წლიდან 2020 წლამდე ის "ტოტენჰემში" გამოდიოდა. 2021 წლის 12 ივნისს, ერიქსენმა ინფარქტი მიიღო ევრო 2020-ზე, დანიისა და ფინეთის მატჩის დროს (0:1).
მოგვიანებით ნახევარმცველს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუნერგეს. ამის შემდეგ "ინტერს", რომელშიც თამაშობდა ერიქსენი, იტალიურ ფეხბურთში არსებული რეგულაციების გამო, მოთამაშესთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია.
საქმე ისაა, რომ კალჩოს წესების თანახმად, სანამ ფეხბურთელის გული 100%-ით ჯანმრთელი არ იქნება, მოედანზე გასვლა ვერ მოხერხდება, დამხმარე საშუალებების გამოყენებითაც კი.
სხვა ვარიანტებიც აქვს, თუმცა პრემიერ ლიგა ურჩევნია — ერიქსენი ინგლისურ კლუბს უახლოვდება