ავტორიზაცია

რატომ თქვეს ჩელსიმ და მანჩესტერმა დემბელეს ტრანსფერზე უარი?

რატომ თქვეს ჩელსიმ და მანჩესტერმა დემბელეს ტრანსფერზე უარი?
თარიღი 31 Jan 2022, 13:11

"ჩელსიმ" გამორიცხა ოსმან დემბელეს შეძენის ინტერესი, რადგან, ისევე როგორც "ბარსელონას", ინგლისურ კლუბს ჯერ სჭირდებოდა ფეხბურთელების მოშორება ახალ კონტრაქტამდე, აცხადებს გილიემ ბალაგე.

იგივეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებითაც, რომელსაც სჭირდებოდა მინიმუმ ერთი თავდამსხმელის გაყიდვა მეორის შეძენამდე. აქედან გამომდინარე, ტრანსფერი ვერ შედგებოდა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენით ინტერესი მხოლოდ "ჩელსიმ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოთქვეს. დემბელესთვის ახლა საუკეთესო ვარიანტი "პარი სენ-ჟერმენია".

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი "ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგი გარემარბის სანაცვლოდ მაურო იკარდისა და ხუან ბერნატსაც კი სთავაზობს.