უკვე წლებია, რაც ინტერი ატალანტას მთავარ ფეხბურთელებს კაპიკებში ყიდულობს - რა არის ამის მიზეზი?
ფასისა და ხარისხის შეფარდებით, რობინ გოსენსი იანვრის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. ერთადერთი კითხვაა, რატომ ასე იაფად (25 მილიონი ევრო)? სულ რაღაც ექვსი თვის წინ, "ატალანტამ" 40 მილიონი ითხოვა.
თითქმის ორმაგი ვარდნა აჩენს კითხვებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მარცხენა მცველის ძალიან სწრაფმა გადასვლამ მრავალი კითხვა გააჩინა.
ზოგი პასუხს ხელშეკრულებაში ხედავს, რომელიც წელიწადნახევარში იწურება. სხვები ეჭვობენ ჯანმრთელობის პრობლემებს - გოსენსმა 4 თვე გამოტოვა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა მტვრევადი.
სხვები ვარაუდობენ კონფლიქტს. ყოფილმა ბერგამასკმა თავდამსხმელმა, პიპო მანიერომ 1 Station Radio-ს განუცხადა: "ტრანსფერი უცნაურად გამოიყურება. გოსენსის სიტუაცია გვაგონებს შარშანდელ პაპუ გომესის ისტორიას".
ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სიმართლე, შეიძლება იყოს ფიქცია, არ აქვს მნიშვნელობა. გადამწყვეტი ფაქტორი მეგობრობაა. როდესაც ჯანის ოჯახი ხუთი წლის წინ დაეშვა იტალიაში, ყველას არ უხაროდა ეს.
ატალანტას მფლობელმა ანტონიო პერკასიმ კი Suning-ის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოაწყო. თემა იყო კომერციული პარტნიორობა: ჯან ჯინდონგის მსგავსად, პერკასიმ გამოიმუშავა ქონება საცალო ვაჭრობით და დაინახა თანამოაზრესთან თანამშრომლობის პერსპექტივა.
ასე რომ, Suning და Percassi პარტნიორები გახდნენ. როცა ჩინელებს პრობლემები შეექმნათ, კავშირი გაწყდა, მაგრამ არა ფეხბურთში. ორი "შავ-ლურჯი" კლუბის მეგობრობა ორი სავაჭრო გიგანტის თანამშრომლობაზე აღარ იყო დამოკიდებული.
ურთიერთობები ჩამოყალიბდა კლუბის უფროსების მიერ. ოჯახის უფროსები არ ერევიან ყოველდღიურ საქმეებში. ამას მათი ვაჟები აკეთებენ. "ატალანტას" 41 წლის ლუკა პერკასი მართავს, "ინტერს" 30 წლის სტივენ ჯანი.
სანამ მათი მამები მსხვილ ბიზნესში საერთო ენას ეძებდნენ, ლუკა და სტეფანე საერთო ინტერესების გამო გაერთიანდნენ. ისინი მილანური კატლეტის სიყვარულმა გააერთიანა.
ორივეს უყვარს რესტორანი Da Vitorio Bruzaporto-ში, წყნარ ადგილას ბერგამოსთან ახლოს. Gazzetta dello Sport ხშირად აფიქსირებდა მათ სადილზე. ასე, გასტრონომიული გატაცებები გახდა დიდი მეგობრობის გასაღები. მ
ათი შეხვედრისთანავე, "ინტერმა" ბერგამოდან ბასტონი და გალიარდინი წაიყვანა. ახლა გოსენსიც. მთელი ამ წლების განმავლობაში "ატალანტამ" მხოლოდ ერთხელ ამჯობინა სხვა კლუბი მილანელებს.
მათ კულუსევსკი მიჰყიდეს "იუვეს". მისი დარწმუნებისთვის, ანიელიმ ზედმეტად ბევრი გადაიხადა, მაგრამ "შავ-ლურჯებს" შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა.