ალაბას შემდეგ, რეალი ბაიერნიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის უფასოდ გადმობირებას ეცდება
ცენტრალური ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო შესაძლოა ამ ზაფხულს "ბაიერნს" უფასო ტრანსფერით დაემშვიდობოს. As-ის ცნობით, 27 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს.
მადრიდულ კლუბს სურს იმოქმედოს ისეთ სტილში, როგორც მცველ დავიდ ალაბას შემთხვევაში მოხდა, როდესაც ფეხბურთელმა ასევე თავისუფალი ტრანსფერით დატოვა "ბაიერნი".
მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს თავის მხრივ ფრანგის გუნდში დარჩენა სურს. "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ შეიცვალა აზრი იმ ფეხბურთელზე, რომელმაც მანამდე ტრავმის დიდი დრო გამოტოვა.
ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებმა კი ჯერ შედეგი არ გამოიღო. მადრიდის "რეალში" თვლიან, რომ ფრანგი ნახევარდაცვისთვის კარგი გაძლიერება იქნება, რადგან ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი უკვე ასაკში არიან.
ტოლისომ მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.