ავტორიზაცია

"ვლაჰოვიჩს სურდა დარჩენა და ფიორენტინას განადგურება", - ფლორენციელთა პრეზიდენტის უცნაური განცხადება

"ვლაჰოვიჩს სურდა დარჩენა და ფიორენტინას განადგურება", - ფლორენციელთა პრეზიდენტის უცნაური განცხადება
თარიღი 02 თებ 2022, 12:03

"ფიორენტინას" პრეზიდენტმა, როკო კომისომ კრიტიკულად ისაუბრა თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა.

"დავეხმარე დუშანს და მის აგენტებს ყველაფრის გარკვევაში. ბოლოს როცა შევხვდით, გამარჯობაც არ უთქვამს. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ვლაჰოვიჩი უკვე შეთანხმებული იყო ვიღაცასთან.

მან უარი თქვა ყველა შემოთავაზებაზე. ბევრჯერ გავფრინდი ინგლისში, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ამბობდა. ვლაჰოვიჩს სურდა დარჩენა კონტრაქტის დასრულებამდე და ფიორენტინას განადგურება.

მის აგენტებს სურდათ სატრანსფერო საფასურის 10% და მოლაპარაკების ექსკლუზიური უფლება. მათ სურდათ მომავალში ჩვენზე ფულის გაკეთება, ამიტომ მისი ახლა გაყიდვა, მშვენიერი გარიგებაა.

მისი აგენტები მატყუარები არიან. ნოემბერში შეხვედრა გვქონდა, მეორე დილით დადებით პასუხს ველოდი და ვფიქრობდი, რომ კონტრაქტს მოვაწერდით ხელს, მაგრამ სამაგიეროდ მან ითხოვა ხელფასის გაორმაგება", - თქვა კომისომ "ფიორენტინას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში.

იუვენტუსი დიბალას შემცვლელის ძებნას შეუდგა