ავტორიზაცია

კვლავ დეპრესია - ილიჩიჩი ატალანტას განაცხადიდან ამოიღეს

კვლავ დეპრესია - ილიჩიჩი ატალანტას განაცხადიდან ამოიღეს
თარიღი 04 თებ 2022, 12:18

თავდამსხმელი, იოსიპ ილიჩიჩი "ატალანტას" რიგებშუ ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს. Football Italia-ს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ამის მიზეზად მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უწოდებენ. გადაწყვეტილება თავდამსხმელთან შეთანხმებით მიიღეს. პარალელურად, სიაში მოხვდნენ გუნდის ახალწვეულები, ჯერემი ბოგა და ვალენტინ მიხაილე.

სლოვენიელმა ბოლოს მოედანზე 9 იანვარს ითამაშა. 17 და 24 თებერვალს "ატალანტა" მატჩებს "ოლიმპიაკოსთან" გამართავს. შეგახსენებთ, ილიჩიჩის ფისოქოლოგიური პრობლემები აქადმეც აწუხებდა.

ამის მიზეზი არის ფეხბურთელის მძიმე ბავშვობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც სლოვენილი თავდამსხმელი დღემდე ვერ ამარცხებს.

უკვე წლებია, რაც ინტერი ატალანტას მთავარ ფეხბურთელებს კაპიკებში ყიდულობს - რა არის ამის მიზეზი?