ავტორიზაცია

ბაიერნი გნაბრის ვერ უთანხმდება - რეალი, ბარსელონა და კიდევ რამდენიმე კლუბი საქმეშია

ბაიერნი გნაბრის ვერ უთანხმდება - რეალი, ბარსელონა და კიდევ რამდენიმე კლუბი საქმეშია
თარიღი 05 Feb 2022, 12:42

გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ ჯერ ვერ შეძლო "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება. 26 წლის ფეხბურთელს მიუნხენურ გუნდში დარჩენა სურს, თუმცა შემოთავაზებული ფინანსური პირობებით ის უკმაყოფილოა.

გერმანელს ლეროი სანესა და კინგსლი კომანის დონეზე სურს ფულის გამომუშავება - წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ევრო, დამატებითი ბონუსების გამოკლებით.

"ბაიერნს" გნაბრის გაშვება არ სურს, თავისი ფეხბურთელის შენარჩუნებით მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანიც საკმაოდ აქტიურად არის დაინტერესებული. 

ერთდროულად რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდებიან სიტუაციას.