"რატომ ვერ გავიტანეთ გოლი? მიზეზი - მამარდაშვილია", - სოსიედადის მეკარე
"რეალ სოსიედადის" მეკარემ, ალექს რემირომ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოახერხა მისმა გუნდმა "ვალენსიას" კარში გოლის გატანა.
"რატომ ვერ გავიმარჯვეთ? გოლის გატანის შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ ვალენსიას მეკარემ, მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა", - განაცხადა ბასკმა კიპერმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კარის დარაჯი "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა პირველად 22 სექტემბრის შემდეგ. Mundo Deportivo-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად "მურსელაგოსის" მეკარე და მისი სან სებასტიანელი კოლეგა აღიარა.
21-წლის გოლკიპერმა მოახერხა კარის მშრალად შენახვა და ამის გარდა მან რამდენიმე სეივის განხორციელებაც მოახერხა. "ლოს ჩეს" 28-ე ნომერი ხოსე ბორდალასმაც შეაქო.
ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა მამარდაშვილს "მესტალიელთა" შემდეგ შეხვედრაში, რომელშიც მოწინააღმდეგე ამჯერად ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება.