ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის 3 გუნდი, რომელიც ისაკისთვის იბრძოლებს

პრემიერ ლიგის 3 გუნდი, რომელიც ისაკისთვის იბრძოლებს
თარიღი 07 თებ 2022, 14:40

"ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალ სოსიედადის" თავდამსხმელის, ალექსანდრ ისაკის შეძენით არიან დაინტერესებული. კლუბები ლონდონის "არსენალთან" ერთად, შვედი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ.

22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში 88 მილიონი ევროს გამოსყიდვის ვარიანტი აქვს. მიმდინარე სეზონში ისაკმა ესპანეთის ჩემპიონატის 12 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა. შვედ თავდამსხმელს "რეალ სოსიედადთან" მოქმედი ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ისაკის სახელს უკავშირებდნენ "ლივერპულსაც", თუმცა რეალურად დაინტერესებამდე საქმე საბოლოოდ არ მისულა და ის "სოსიედადში" დარჩა.