ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბი, რომელიც ბაიერნს მიულერის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

პრემიერ ლიგის კლუბი, რომელიც ბაიერნს მიულერის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა
თარიღი 08 თებ 2022, 16:44

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელით "ნიუკასლია" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭები" მიულერის თაობაზე "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდნენ. თუმცა, თავად ტომასი "ნიუკასლში" გადასვლის მიზანშეწონილობაში დარწმუნებული ჯერ კიდევ არ არის, რადგან ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა.

მიულერი "ბაიერნის" პირველ გუნდში 2007 წლიდან ირიცხება. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს. მიუნხენელთა რიგებში მას ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა გერმანელმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.