"კვარაცხელიას ყიდვა შეუძლია ნებისმიერ კლუბს, რომელიც რუბინს 20 მილიონს გადაუხდის", - ყაზანელთა დირექტორი
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ დაასახელა ის ფასი, რომლის სანაცვლოდაც კლუბი მზადაა გარემარბი, ხვიჩა კვარცხელია გაყიდოს.
"როცა ბავშვობაში უყურებ ყველა ამ ლიგას და ახლა ხვდები, რომ იქ წასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ შენთვის არავინ მოდის - ძალიან გულდასაწყვეტია.
ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან კვარაცხელიასთვის, მაგრამ უბრალოდ, ის მომენტი, როცა ეს არ ხდება, გთრგუნავს. საჭირო იყო ამ ყველაფრისთვის დრო დაეთმო, რომ განეცადა ეს.
გაეგო, თუ როგორ მუშაობს. ახლა მან ფიქრებით საბოლოოდ დატოვა ეს სიტუაცია. მეორედ იგივე მდინარეში არ შევა. ფასი არ შეცვლილა - 20 მილიონი ევრო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმართავთ მოლაპარაკებას.
ზუსტად ვერაფერს გამოვიცნობ. გასულ ზაფხულს ყველა ამით იყო დაკავებული", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა ქართველი ვინგერის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ "წითელ-მწვანეებშია".