ავტორიზაცია

"ლევანდოვსკის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში? ასეთ მატჩზე საერთოდ არ მოვიდოდი", - ჯიქია

"ლევანდოვსკის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში? ასეთ მატჩზე საერთოდ არ მოვიდოდი", - ჯიქია
თარიღი 08 თებ 2022, 21:42

"სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების მცველმა, გიორგი ჯიქიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პოლონეთთან მატჩის მოლოდინი გააზიარა.

"კმაყოფილი ვარ რუსეთის ნაკრების შედეით. შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. როგორ გავაჩეროთ ლევანდოვსკი? ბელგიამდე კითხულობდნენ, როგორ შეეკავებინათ ლუკაკუ, ახლა რობერტზე.

რუსეთსა და პოლონეთს შორის იქნება ეს მატჩი, ერთი-ერთზე ხომ არა?! მე და ლევანდოვსკის ერთი-ერთზე რომ გვეთამაშა, მაშინ მატჩზე საერთოდ არ მოვიდოდი.

რატომ დავაყენე ის ფიფას კენჭისყრაში პირველ ადგილზე? მას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. მან ეს ჯილდო დაიმსახურა. გარდა ამისა, გასულ წელს ოქროს ბურთი არ მისცეს.

არადა, ის პირველი იყო. 2021 წელს, ზოგადად, ლევანდოვსკი და ბენზემა ფანტასტიურები არიან", - განაცხადა ჯიქიამ პოლონეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ.