"რატომ ინტერი და არა ნიუკასლი? ფულზე წინ სპორტული მიზნები დავაყენე", - გოსენსი

"ინტერის" მცველმა, რობინ გოსენსმა გაამხილა, რატომ თქვა უარი ამ ზამთარში "ნიუკასლში" გადასვლაზე: "შემოთავაზება მქონდა ნიუკასლიდანაც, მაგრამ უარვყავი.
ეს საფრთხეს შეუქმნიდა ჩემს სპორტულ მიზნებს", - განუცხადა გოზენსმა kicker-ს. ამასთან, გერმანელმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის წარმომდგენლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სერიოზულად განიხილავდა:
"ვფიქრობ, ამაზე ფიქრი ძალიან ადამიანურია. თუ არსებობს სხვა კლუბში ერთი და იგივე სამუშაოსთვის ბევრჯერ მეტი შემოსავლის შესაძლებლობა, მაჩვენე ვინმე, რომელიც უბრალოდ იტყვის: "არა, მადლობა".
ეს მხოლოდ ჩემზე არ არის. ამ ფულით ალბათ ჩემი ოჯახის კიდევ რამდენიმე თაობის უზრუნველყოფა შემეძლო", - თქვა "ატალანტას" ყოფილმა ფეხბურთელმა არშემდგარი ტრანსფერის შესახებ.