ავტორიზაცია

ფლიკი: "სულეს ბაიერნიდან დორტმუნდში ტრანსფერი ბუნდესლიგის დონეს აამაღლებს"

ფლიკი: "სულეს ბაიერნიდან დორტმუნდში ტრანსფერი ბუნდესლიგის დონეს აამაღლებს"
თარიღი 08 თებ 2022, 22:20

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, რომელიც მანამდე "ბაიერნს" წვრთნიდა, შეაფასა ნიკლას სულეს დორტმუნდის "ბორუსიაში" დაანონსებული ტრანსფერი.

"ძალიან ბედნიერი ვარ ბუნდესლიგის და რა თქმა უნდა ნიკლასის გამო. ეს არის ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთელი ჩვენი ლიგისთვის. ეს ნაბიჯი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეროვნული ნაკრებისთვის კარგი ნიშანია.

ნიკლასი გერმანიაში დარჩება და აქ თავის დონეს აჩვენებს. ბორუსია ძალიან ბევრს ცდილობდა მის მოსაპოვებლად. სულეს ეს ნაბიჯი ბუნდესლიგას სარგებელს მოუტანს.

ის აღადგენს კონკურენციას ლიგაში", - თქვა ფლიკმა. შეგახსენებთ, რომ ნიკლასი "ბაიერნში" მეხუთე სეზონს ატარებს. გერმანელის ტრანსფერი ზაფხულში გაოფიციალურდება.