ავტორიზაცია

აგუერო: "მკერდში ჩიპი ჩამიდგეს, თავს რკინის კაცად ვგრძნობ"

აგუერო: "მკერდში ჩიპი ჩამიდგეს, თავს რკინის კაცად ვგრძნობ"
თარიღი 08 Feb 2022, 23:33

"ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ გულმკერდის არეში მას ჩიპის ჩადება მოუწია გულის პრობლემების გამო.

"გულში ჩიპი ჩამიდეს. ღამით ჩემი მკერდი სინათლეს ასხივებს. მე ვარ რკინის კაცი. თუ ჩემი გულისცემა აჩქარებდა, მაშინ ჩიპი ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ექიმს გადასცემს.

ხუთშაბათს მივედი საავადმყოფოში, საწოლზე დავწექი, ექიმმა ნემსი გამიკეთა და მკერდის არე გამისინჯა. ცოტა ხანში დავინახე, რომ ამოაძვრინა დანა, რომელიც საპარსს ჰგავდა.

შემდეგ მან მკითხა: "გტკივა?" აჭერს და ამბობს: "ეს ძალიან კარგად არ ჭრის". მერე დანა გამოცვალა. ეს იმ მომენტს ჰგავდა, როცა შემწვარს მიირთმევ და ხორცს კარგად დასაჭრელად დაკბილული დანა გჭირდება.

არ მტკიოდა. შემდეგ ექიმმა ჩიპის ჩასმა დაიწყო. თუ რამეს ვგრძნობ, მაშინ ვწერ ჩემს სიმპტომებს და ექიმი მეუბნება, რა გავაკეთო", - თქვა აგუერომ, რომელსაც კარიერის დასრულება მოუწია.