ავტორიზაცია

"არის კომპონენტი, რომელშიც მამარდაშვილი სილესენს აღემატება", - ესპანური პრესა ვალენსიას მეკარეებზე

"არის კომპონენტი, რომელშიც მამარდაშვილი სილესენს აღემატება", - ესპანური პრესა ვალენსიას მეკარეებზე
თარიღი 08 თებ 2022, 23:56

Plazadeportiva-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ აღნიშნა ქართველი გოლკიპერის კარგი თამაში "სოსიედადთან" მატჩში.

"სილესენის ტრავმამ ვალენსიას ძირითადი მეკარის პოზიციისთვის ბრძოლაზე დიდი გავლენა კიდევ ერთხელ მოახდინა. მამარდაშვილმა სეზონი ძირითადში დაიწყო.

რეალთან და სევილიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ადგილი თავის კონკურენტს დაუთმო. არის ერთი ფაქტი, რომელიც იასპერთან ბრძოლაში გიორგის სასარგებლოდ მეტყველებს.

ქართველმა მეკარემ კარი მშრალად სამჯერ შეინახა და შვიდ შეხვედრაში შვიდი გოლი გაუშვა. საერთო ჯამში, მას ნიდერლანდელ გოლკიპერზე უკეთესი შედეგი აქვს.

გუნდის ძირითადი კარის დარაჯის კარგი ასპარეზობის მიუხედავად, მას კარი მშრალად ზუსტად იმდენჯერ შეუნახავს, რამდენჯერაც თავის ახალგაზრდა კონკურენტს", - წერს Plazadeportiva.