"ორი ფეხბურთელის თაობაზე მოგვმართეს, კვარაცხელია მათ რიცხვში არ იყო", - რუბინის დირექტორი
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. რუსმა ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბის თაობაზე წინადადებები არ ყოფილა.
"კვარაცხელია რუბინში დარჩა, რადგან ეს ინტერესი რეალურ შეთავაზებად არ ქცეულა. ეს მეტ-ნაკლებად გააზრებული ინტერესი იყო და მეტი არაფერი. სხვა ყველაფერი დანარჩენი კი ჭორი.
მისი პრობლემა უფრო პრესასთანაა დაკავშირებული. გაინტერესებთ, რატომ? მედიაში გაცილებით მეტი იწერებოდა, ვიდრე რეალურად ხდებოდა. ეს ნეგატიურად აისახა.
ჭორების უსაზღვრო რაოდენობამ, ზარებმა, ხვიჩას გარშემო დაწყებულმა გაუგებარმა მოძრაობამ, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, კარგის მომტანი არ გამოდგა.
მის თაობაზე ოფიციალური წინადადება არც ზამთარში მიგვიღია და არც ზაფხულში. ერთადერთი, რაც მოხდა იყო ის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს კლუბში ქართველი გარემარბით დაინტერესების შესახებ ოფიციალური წერილი მოვიდა.
საქმე შეთავაზების გაკეთებამდე არ მისულა, რის შედეგადაც ის ყაზანში დარჩა", - განაცხადა რუსული კლუბის სელექციონერმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის შესახებ.