ავტორიზაცია

"კვარაცხელიათი ინტერესდებოდნენ პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის გრანდები", - რუბინის დირექტორი

"კვარაცხელიათი ინტერესდებოდნენ პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის გრანდები", - რუბინის დირექტორი
თარიღი 09 თებ 2022, 14:31

ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რომელი ჩემპიონატის კლუბები ინტერესდებოდნენ გუნდის გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი.

"ერთი არის ბუნდესლიგის ტოპ კლუბი და პრემიერ ლიგის ორი ტოპ კლუბი. რომელიმე მათგანს კვარაცხელიას თაობაზე საბოლოო შეთავაზება რომ გაეკეთებინა, 100%-ით გავყიდდით.

მათ ეს არ გააკეთეს. ის სუპერნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად გადავა ევროპულ ტოპ კლუბში. უბრალოდ გრანდისთვის ქართველი მოთამაშის რუსეთის ლიგიდან ყიდვა ცოტა არ იყოს სარისკო გადაწყვეტილებაა.

კლუბმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. სამწუხაროდ, არცერთს არ გვაქვს მოთმინება და მისი გაყიდვა ყველამ ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როცა არც კი იყო შემოთავაზება.

მე ვუთხარი: "თუ შემოთავაზება იქნება, გაგიშვებთ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საუბარი, ჭორები კი ყოველდღე ჩნდებოდა. ხვიჩა მხოლოდ მაშინ დამშვიდდა ყველაფერი, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა", - განაცხადა რუსმა.

"ორი ფეხბურთელის თაობაზე მოგვმართეს, კვარაცხელია მათ რიცხვში არ იყო", - რუბინის დირექტორი