ავტორიზაცია

კარიერაში მეორედ! გიორგი ქვილითაია EA Sports-ის კვირის გუნდში მოხვდა

კარიერაში მეორედ! გიორგი ქვილითაია EA Sports-ის კვირის გუნდში მოხვდა
თარიღი 10 თებ 2022, 09:36

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია EA Sports-ის fut კვირის გუნდში მოხვდა.

ეს ყველაფერი კი გამომდინარეობს იქედან, რომ კვიპროსული აპოელის 28 წლის ფორვარდი ბოლო პერიოდია შესანიშნავ ფორმაშია, უკანასკნელ მატჩში კი აელ ლიმასოლის წინააღმდეგ დუბლიც გაიფორმა.

გიორგი ქვილითაია ფიფას კვირის გუნდში მეორედ მოხვდა. პირველად ეს ვენის რაპიდში თამაშის დროს მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აპოელს 2021 წლის ზაფხულში გენტიდან 600,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ქვილითაიამ დედაქალაქელთა მაისურით 16-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.