ავტორიზაცია

გამოცდა სან მამესზე - მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია!

გამოცდა სან მამესზე - მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია!
თარიღი 10 თებ 2022, 23:07

ესპანეთის კოპა დელ რეის 1/2 ფინალურ ეტაპზე ბილბაოსა და ვალენსიას მატჩში "ღამურების" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მატჩი თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება. ბორდალასი ქართველ მეკარეს ზედიზედ მეორე შეხვედრაში ენდო.

გიორგი მამარდაშვილი 6 თვის განმავლობაში სათადარიგოთა შორის იყო სექტემბერში ჩატარებული მატჩის შემდეგ, თუმცა როგორც ჩანს, 21 წლის კიპერმა ბორდალასის ნდობა კვლავ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან შეუერთდა.