ავტორიზაცია

ბარსელონამ ბუსკეტსის შემცვლელი მილანში შეარჩია

ბარსელონამ ბუსკეტსის შემცვლელი მილანში შეარჩია
თარიღი 11 თებ 2022, 12:22

ნახევარმცველი ფრენკ კესიე შესაძლოა ზაფხულში "ბარსელონას" "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. Marca-ს ცნობით, ნახევარმცველი კატალონიურ კლუბთან შეთანხმებასთან ახლოსაა.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა 25 წლის მოთამაშის პროგრესს ადევნებდა თვალს და გადაწყვიტა, რომ ის კლუბისთვის შესაფერისი კანდიდატია. კესიესა და "მილანს" შორის მიმდინარე კონტაქტი 30 ივნისს იწურება.

"ბარსას" გარდა მის მიმართ ინტერესს "პსჟ" და "ლივერპული" იჩენენ. "ბარსას" ხელმძღვანელები კესიეს ძალიან საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნევენ და მას ნახევარმცველ სერხი ბუსკეტსის შემცვლელად ხედავენ.

"ბარსას" კაპიტანს ამ ზაფხულს 34 წელი შეუსრულდა და კლუბს ესმის, რომ ის ყველა მატჩში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ამის მიუხედავად, ხავი მას სრულფასოვნად ენდობა.