ავტორიზაცია

"მამარდაშვილმა უილიამსს გოლი არ გაატანინა", - AS-მა ქართველი მეკარის თამაში შეაფასა

"მამარდაშვილმა უილიამსს გოლი არ გაატანინა", - AS-მა ქართველი მეკარის თამაში შეაფასა
თარიღი 11 თებ 2022, 12:43

ავტორიტეტული AS-ი გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ვალენსიას" შეხვედრაში სტუმრების კარში სწორედ ქართველი იდგა.

"ვეჭვობდით, რომ  ბურთს ფეხში მიიღებდა, თუმცა დიაჰაბის ძლიერი პასის შემდეგ ბურთს ფეხი ააცილა, ვალენსია კი გაშვებულ გოლს სასწაულებრივად გადაურჩა.

მამარდაშვილი კარგად მოქმედებდა, როგორც ჰაერში მაღალ ბურთზე, ასევე დაბალ ბურთზე, როცა მან ახლო მანძილიდან უილიამსის ძლიერი დარტყმა მოიგერია", - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "ღამურებისა" და ბასკების მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1. "მურსელაგოსის" კარის აღება "თეთრ-წითლების" მხრიდან რაულ გარსიამ შეძლო.

აღნიშნული დაპირისპირება გაიმართა კოპა დელ რეის ნახევარფინალის ფარგლებში და განმეორებითი შეხვედრა 3 მარტს შედგება. იქამდე, "ლოს ჩეს" რამდენიმე მატჩი პრიმერაში ელის.