ავტორიზაცია

"საშინელებაა, როცა მანჩესტერის დონის გუნდი ტიტულების გარეშე რჩება", - ბრუნო

"საშინელებაა, როცა მანჩესტერის დონის გუნდი ტიტულების გარეშე რჩება", - ბრუნო
თარიღი 12 Feb 2022, 16:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა გააზიარა თავისი აზრები გუნდის ამ სეზონში გამოსვლაზე, ასევე კლუბში გატარებულ დროზე გადმოსვლის მომენტიდან.

"ვფიქრობ, კარგად ვართ. გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია და ვფიქრობ, ეს ყველას ესმის. ვიცით, რომ ბევრად უკეთესად თამაში შეგვიძლია. რა თქმა უნდა, რანგნიკის მოსვლის შემდეგ, ჩვენ კარგ შედეგებს მივაღწიეთ.

მე ვფიქრობ, რომ რანგნიკმა მოიტანა თავისი თამაშის სტილი, მენტალიტეტი, რომელიც მას აქვს. სტილი, რომელსაც ის თვლის, ჩვენთვის საუკეთესოა. თითოეულმა მოთამაშემ უნდა გასცეს მაქსიმუმი, რათა დაეხმაროს გუნდს გაუმჯობესებაში.

ძალიან კმაყოფილი ვარ კლუბში გატარებული დროით. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მანჩესტერ იუნაიტედში ტიტულების ნაკლებობა კოშმარია, რადგან ეს არის ის, რაც ძალიან მინდა.

მე მინდა გავაკეთო ეს ჩემთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ტიტულებს. ასეთმა კლუბმა არ შეიძლება ამდენი წელი არ მოიგოს", - განაცხადა ბრუნომ.