მიზეზი, რის გამოც კეინის მანჩესტერში შესაძლო გადასვლა კვლავ აქტუალური ხდება
ცნობილი გახდა, თუ რომელი ფეხბურთელი სურს მაურისიო პოჩეტინოს "მანჩესტერ იუნაიტედში", თუ ის გუნდს უხელმძღვანელებს. The Telegraph-ის ცნობით, არგენტინელი შეეცდება დაარწმუნოს კლუბი "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენაში.
იმ შემთხვევაში, თუ ის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კეინის ტრანსფერის შესაძლო წინადადება მანამდეც განიხილა.
"მანჩესტერ სიტი" გასულ ზაფხულს ცდილობდა თავდამსხმელის 130 მილიონ ფუნტად შეძენას, მაგრამ "ტოტენჰემმა" უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელს სურდა კლუბის შეცვლა.
სავარაუდოდ, კეინის მომავალი იქნება დიდი განხილვის თემა მომავალ ზაფხულს, რადგან "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება. შესაძლოა, ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზონ.