ავტორიზაცია

"ბარსელონა? წარსულით ცხოვრება აღარ მინდა, ახლა დიდ გუნდში ვთამაშობ", - კოუტინიო

"ბარსელონა? წარსულით ცხოვრება აღარ მინდა, ახლა დიდ გუნდში ვთამაშობ", - კოუტინიო
თარიღი 12 თებ 2022, 17:33

"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ისაუბრა: "ძალიან მომწონს აქაურობა. მომენატრა პრემიერ ლიგა და აქაური ხალხი.

კარგად მექცეოდნენ და ეს მომენატრა. მშვენიერია აქ დაბრუნება. აქ მატჩები ძალიან ინტენსიურია და მომწონს ასეთი თამაში. ისევ ადაპტაცია მჭირდება, ვცდილობ ვარჯიშში მაქსიმუმი ვაჩვენო.

ინტენსივობის კუთხით ვუმჯობესდები. ვფიქრობ, ძალიან მომწონს ეს ცვლილება. ესპანეთში ასე არ თამაშობენ. ბარსელონაში ჩვეულებრივ მეტ დროს ატარებ ბურთთან.

უფრო მეტი კონტროლი გაქვს მასზე, რაც ორი განსხვავებული რამ არის. არ მინდა წარსულში ცხოვრება. ახლა დიდ კლუბში ვარ და მინდა ვაჩვენო ჩემი საუკეთესო თვისებები.

მინდა ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო. ატმოსფერო ასტონ ვილას სტადიონზე წარმოუდგენელია, საოცარია. ძალიან მომენატრა პრემიერ ლიგა, რადგან სტადიონებზე ძალიან დაძაბული ატმოსფეროა", - განაცხადა კოუტინიომ.